ნიკოლაძის ქუჩაზე, დარჩენილი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითხოვენ
18:03 / 29.11.2017
ბორჯომში, ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრებლები, დარჩენილი 500 მეტრიანი
გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითხოვენ.
ადგილობრივებს გადაადგილება განსაკუთრებით წვიმიან ამინდში,
ატალახებულ გზაზე უჭირთ. გზის ცენტრალური ნაწილი აქ მიმდინარე წელს
მოასფალტდა. მოსახლეობის თქმით, გამგეობას განცხადებით არაერთხელ
მიმართეს და დაპირებაც უკვე ყოფილი გამგებლისგან - დიმიტრი
ყიფიანისგან მიიღეს, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნულ თემაზე კომენტარი ვერ
გააკეთეს, თუმცა გვითხრეს რომ გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 2018
წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია, რისთვისაც
მათივე ინფორმაციით 115 000 ლარი დაიხარჯება.