ახალი ამბები
უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარებაზე ვმუშაობთ - ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ტელეკომპანია "ბორჯომს",დღეს ახალ უბანში მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა,მათი განცხადებით ადამიანების ჯგუფს მიუსაფარი ცხოველები უბნის ტერიტორიიდან გადაჰყავთ. საკითხის გარკვევის მიზნით ჩვენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართეთ. გამგეობამ კითხვაზე წერილობით გვიპასუხა,რასაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბორჯომის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარებისათვის მუნიციპალიტეტმა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ზაფხულის სეზონიდან დაიწყო და ამჟამადაც ახორციელებს.
პირველ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "იმერეთმა" 250 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანა, მათი სტერილიზაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურების გაწევა უზრუნველყო. აღნიშნული პროცედურების შემდეგ განხორციელდა ძაღლების მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით და რეგისტრირებული ცხოველების ბუნებრივ პირობებში დაბრუნება. სულ რამდენიმე ხნის წინ მუნიციპალიტეტმა მეორე ტენდერიც გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია მეორე ეტაპზე 200 უპატრონო ძაღლის გადაყვანასა და შესაბამისი პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს"- ნათქვამია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.