ახალი ამბები
ელექტროტრანსპორტის იმპორტი და მიწოდება ნულოვანი ტარიფით დაიბეგრება
ელექტროტრანსპორტის იმპორტი და მიწოდება ნულოვანი ტარიფით დაიბეგრება, ხოლო მოპედების და მოტოციკლეტების განბაჟება ძრავის მოცულობის მიხედვით მოხდება. აღნიშნულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

"საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთი მწვანე გადაწყვეტილება მიიღო: ელექტროტრანსპორტის იმპორტი და მიწოდება ნულოვანი ტარიფით დაიბეგრება, ხოლო მოპედების და მოტოციკლეტების განბაჟება ძრავის მოცულობის მიხედვით მოხდება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა და გარემოსადმი ნაკლებად საზიანო ტრანსპორტის გამოყენებას. ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი"- განაცხადა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორები თავად არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე არიან.
Print