ახალი ამბები
განათლების მინისტრის განცხადებით ადამიანური რესურსის შემცირება არ იგეგმება
განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, როგორ მოხდება განათლების სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილის შერწყმა და ასევე როგორ გადაწყდება საკადრო საკითხები,ეს ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჩხენკელმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენი ადამიანის გათავისუფლება მოხდება, როდესაც განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი შეუერთდება.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ადამიანური რესურსის შემცირება, მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე შემცირება არ იგეგმება.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ადამიანი გადადის განათლების სამინისტროში აღნიშნული ცვლილების შედეგად, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საუბარია ერთ დეპარტამენტზე და ასევე არსებობს ორი სსიპ-ი, რომელიც სპორტის სამინისტროში იყო და ახლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადადის.


"როგორ მოხდება სრული შერწყმა, ასევე საკადრო საკითხების შესახებ ინფორმაციას მაქსიმალურად მალე მოგახსენებთ" - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.



Print