საზოგადოება
ხვალიდან ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
ხვალ, 15 ნოემბერს, ბორჯომში, მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება 26 საათის განმავლობაში შეუწყდება. მიზეზი - ცენტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
15 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ლიკანის, სოფელ ლიკანის, ახალი უბნის, ახალშენისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარედ არსებულ დასახლებას. მოსახლეობას გაზის მიწოდება 16 ნოემბერს, 12:00 საათამდე ეტაპობრივად აღუდგება.
Print