ახალი ამბები
ნაკლები ბიუროკრატიით შევძლებთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდას - მამუკა ბახტაძე
ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილეებს შეხვდა და მათგან სამინისტროს სისტემაში დღეისთვის არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროში მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ყველა რეფორმა გაგრძელდება.

"ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. დღეს ჩემთვის პირველი სამუშაო დღეა. ჩვენ ჩამოვყალიბდით იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც შესასრულებელი გვაქვს მიმდინარე წლის ბოლომდე. როგორც მოგეხსენებათ, იგეგმება მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაკორექტირება, ასევე, მოსამზადებელია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე ხდება აქცენტების გაკეთება. როგორც აღვნიშნე, მიდგომებში მთავარი ფოკუსი გაკეთდება იმაზე, რომ ნაკლები ბიუროკრატიით შევძლოთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყება" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.