ახალი ამბები
ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს - მიხეილ ჩხენკელი
"მთელს ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს" - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახლად დანიშნულმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყველა მიმართულებით არის გამოწვევები და შესაბამისად, ყველა მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ძალიან მალე წარადგენს კონკრეტულ სტრატეგიულ გეგმას, რომლის მიხედვითაც იმუშავებს.

"გამოწვევები ძალიან ბევრია. მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში განათლებას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვს და განათლების ხარისხის განვითარება იქნება მთავარი საკითხი. ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ძალიან კარგი თაობა მოდის და მათ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა, რომ მათი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება მოხდეს" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მან პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

დღეს განათლების და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ახლად დანიშნულ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს თანამდებობა გადააბარა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.