ახალი ამბები
რომელი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება ტექდათვალიერებას
"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომლის მიხედვით, გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირებას 2018 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა დაექვემდებაროს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან სალუქვაძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილება იმ გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლითაც 2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3 ტონანახევარზე მეტი მასის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება.

"აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დღესაც ექვემდებარებიან. მოგეხსენებათ, სწორედ ეს სატრანსპორტო საშუალებები ყველაზე მეტად ახდენენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. ისინი ინსპექტირებას ისედაც ექვემდებარებიან, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ არსებობდა გარკვეული ტიპის ხარვეზები აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, ამასთან იზრდება სტანდარტი და ხდება ევრორეგულაციებთან დაახლოება, მოხდება ტექნიკური ინსპექტირების განსხვავებული სტანდარტებით განხორციელება, სრული პარკის დაფარვა ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში განხორციელდება, დაიწერება მეთოდოლოგია, თუ ვის როდის მოუწევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა. ეს საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი" - განაცხადა ქეთევან სალუქვაძემ.

მისივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მთავრობას წარედგინება ტექნიკური რეგლამენტი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან, მათ შენობებთან და პერსონალთან დაკავშირებით. სალუქვაძის თქმით, ინსპექტირების ცენტრები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს დააკამყოფილებს, ტექნიკური ინსპექტირების გაგრძელებას შეძლებენ. მისივე განმარტებით, ასევე მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით დაადგენს სტანდარტებს, რომლებსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს.

"ორივე ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია და მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება" - აცხადებს ქეთევან სალუქვაძე.

საავტომობილი ტრანსპორტის შესახებ კანონსა და სხვა კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს ადამიანის დაცვის კომიტეტი განიხილავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.