ახალი ამბები
ჩემი მთავარი შეცდომაა ის, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება შეიძლებოდა უფრო სწრაფად და თამამად - ალექსანდრე ჯეჯელავა
"ჩემი მთავარი შეცდომაა ის, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება შეიძლებოდა უფრო სწრაფად და თამამად, ვიდრე გავაკეთე - მაგალითებს არ მოვიყვან"
- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ მინისტრების ხშირად ცვლის საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ხშირი ცვლა ძალიან საზიანოა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება.

"ჩემი ჩანაცვლება განაპირობა ერთობლივმა გადაწყვეტილებამ გუნდში პრემიერ მინისტრის, ჩემი და ჩემი კოლეგების. შევთანხმდით, რომ ასე აჯობებდა განათლების სისტემისთვის და რეფორმებისთვის. ჩემი მოსაზრებაა ის, რომ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ხშირი ცვლა ძალიან საზიანოა, თუმცა ეს არ ხდება. წინა მინისტრისგან მე გადავიბარე სისტემა და დიდწილად, რეფორმების 80% შენარჩუნდა. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ძალიან მაღალი ხარისხი გვექნება თავსებადობის ახალი მინისტრის საქმიანობასთან. ვფიქრობ, ზიანი მინიმალური იქნება" 

განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და გარდა ამისა, ის ამერიკაში სწავლის გაგრძელებას გეგმავს.

"რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, იქნება იგივე, რაც მინისტრობამდე - ვაპირებ სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას. ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში და ვატარებდი ტრეინინგებს, არასამთავრობო და კერძო სექტორში ვმუშაობდი. გარდა ამისა, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტოროს გასაგრძელებლად ვიყავი მომზადებული, ამ გეგმამ დროში ცოტა გადაიწია, თუმცა ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე სადოქტოროს გასაგრძელებლად"

განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალ მინისტრს ორ მთავარ გამოწვევას უტოვებს.

"მთავარ გამოწვევად ახალ მინისტრს ვუტოვებ სოფლის და უმცირესობებით დაკომპლექტებულ სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში. მეორე, მთავარ გამოწვევად ვუტოვებ პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მცირე რაოდენობას. ეს არის ცენტრალური გამოწვევები"

განათლების ყოფილი მინისტრი ახალ მინისტრს რამდენიმე რჩევასაც აძლევს:

"მთავარი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოს გრძელვადიან შედეგზე. დარწმუნებული ვარ, სწორი მმართველობის თუ ყოველდღიურ რუტინაში არ ჩავვარდებით თითოეული ჩვენგანი, შესაძლებელია ჩვენი პროფესიული თუ უმაღლესი განათლების სისტემა და სკოლაც იყოს აბსოლუტურად სხვა დონეზე"

ჯეჯელავამ დღეს ახალ მინისტრს უწყება გადააბარა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.