განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის
კომპონენტი
და მინისტრის პოსტს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პრორექტორი
მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი
კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მიხეილ ჩხენკელს კარგად იცნობენ
აკადემიურ წრეებში.
"ის პროფესიით გახლავთ მათემატიკოსი. მან აშშ-ში დაამთავრა
პენსილვანიის უნივერისტეტის დოქტორანტურა. იგი 20 წლის განმავლობაში
ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მიხეილ ჩხენკელს
მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნირო და პედაგოგიური
მოღვაწეობისთვის, მათ შორის, პენსილვანიის უნივერისტეტის არაერთი
ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის და ა.შ. იგი კითხულობს ლექციებს აშშ-ში
და აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები მრავალ წამყვან უნივერსიტეტთან"
- განაცხადა კვირიკაშვილმა.