საზოგადოება
გარევაჭრობა ბორჯომში - როგორ მოაგვარებენ პრობლემას მერობის კანდიდატები
არჩევნების მეორე ტურამდე 4 დღე რჩება. ბორჯომის მერობის კანდიდატები ტელეკომპანია ბორჯომთან ერთად, ქალაქის ქუჩებში და ბაზარში მყოფ მოვაჭრეებს შეხვდნენ და მათი პრეტენზიები კიდევ ერთხელ მოისმინეს. არჩევის შემთხვევაში, მოაგვარებენ თუ არა ბორჯომში გარევაჭრობის პრობლემას, ამის შესახებ კონკრეტული დაპირება ტელეეთერის საშუალებით არცერთ კანდიდატს არ გაუცია, თუმცა საკუთარი ხედვა გარემოვაჭრეებს ლევან ლიპარტიამაც და ზაზა ჩაჩანიძემაც გააცნო. მხარეების პოზიციები ჩვენმა ჟურნალისტმა ნინო ვართაპეტიანმა მოისმინა.
Print