ახალი ამბები
ახალ უბანში ხიდის რეაბილიტაციას ითხოვენ
ტელეკომპანია "ბორჯომს" ახალ უბანში მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა,მათი განცხადებით საფეხმავლო ხიდი,რომლითაც ახალი უბანი ლიკანს უკავშირდება დაზიანებულია. ხიდის დაზიანებული მონაკვეთები აქ გადაადგილებას საფრთხის შემცველს ხდის.საკითხის გარკვევის მიზნით ჩვენ ბორჯომის  მუნიციპალიტეტის გამგეობას დავუკავშირდით.გამგებლის მოადგილის ანზორ სვანიძის განცხადებით პროექტი არსებობს და ხიდის რეაბილიტაცია გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება.
Print