საზოგადოება
რატომ არ დამონტაჟდა ბორჯომში "ჭკვიანი კამერები"
შსს-ს ინიციატივით, 1 ნოემრბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საგზაო მოძრაობას ე.წ. "ჭკვიანი კამერები" აკონტროლებს, თუმცა ბორჯომში აღნიშნული კამერები ჯერ დამონტაჟებული არ არის. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელისუფლებამ 12 კამერის შესაძენად თანხა გადარიცხა, კამერები ნაყიდია, თუმცა როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, მათი მონტაჟი შემსყიდველმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს. რაც შეეხება ადგილებს, ქალაქის რომელ ქუჩებში განთავსდება "ჭკვიანი კამერები", ამას შსს-ს ბორჯომის რაიონული განყოფილება განსაზღვრავს.
Print