ახალი ამბები
სანატორიუმ "ბორჯომთან " არსებულ ხიდს სრული რეაბილიტაცია უტარდება
ლიკანში, სანატორიუმ "ბორჯომის" ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხიდი წლებია დაზიანებულია და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას საფრთხეს უქმნის,ხიდზე მიმოსვლა გართულებული იყო ავტომობილებისთვისაც.ხიდს სრული რეაბილიტაცია უტარდება,იცვლება კონსტრუქცია და ხიდის ზედაპირი.სამუშაოებს ინდ. მეწარმე "შორენა თაბაგარი" ასრულებს.ხიდის რეაბილიტაცია 80 000 ლარი დაჯდება.სამუშაოების დასრულება თვის ბოლოს იგეგმება.
Print