ახალი ამბები
სილამაზის ხიდი ბორჯომში - საფრთხე მოსახლეობისთვის
113 000 ლარად რეაბილიტირებული სილამაზის ხიდი კვლავ შეკეთებას საჭიროებს.ხიდი რეაბილიტაციის დასრულებიდან რამდენიმე თვეში დაზიანდა. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შპს "პემის" წინააღმდეგ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამართლებრივი დავა სამუშაოების უხარისხოდ შესრულების საფუძვლით წამოიწყო,თუმცა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გამგეობის სარჩელი არ დააკმაყოფილა.გამგეობაში ირწმუნებიან, რომ ხიდის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში მათი ხარჯებით დაიწყება,მანამდე კი ხიდის დაზიანებულ მონაკვეთებს შეაკეთებენ.კონკრეტულად რა დაჯდება ხიდის უკვე მეორედ რეაბილიტაციის  მცდელობა ეს ცნობილი მალე გახდება,მანამდე კი ადგილობრივები მომეტებულ საფრთხეზე საუბრობენ და ხიდის შეკეთებას ითხოვენ.
Print