ახალი ამბები
ბორჯომში ნახანძრალი ტერიტორიის აღსადგენად ხაზინაში 2 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული
ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 2 174 000 ლარია ჩარიცხული - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სპეციალურ ანგარიშებზე ფონდმა "სიცოცხლის ხემ" (საქართველოს ბანკი) 1 მილიონი ლარი, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" - 250 000 ლარი, შპს აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულმა ცენტრმა - 250 000 ლარი, სს გეფამ - 250 000 ლარი და ფეხბურთის ფედერაციამ - 403 214 ლარი ჩარიცხეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ფინანსური რესურსი მოხმარდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციას.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინაში როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში სპეციალური ანგარიშები აგვისტოს ბოლოს გაიხსნა. მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შემოწირულობების ჩარიცხვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს.
Print