ახალი ამბები
როდის დაიწყება სასწავლო პროცესი N1 საბავშვო ბაღში
ბორჯომის N1 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ  ბაღი 16 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო,თუმცა მილები დაზიანდა და შენობის ნახევარი ჩამოირეცხა. შემთხვევის შემდეგ სასწავლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო,სამუშაოების შემსრულებელმა კომპანია "მშენ-ბენმა" კი ბაღის რეაბილიტაცია მეორედ დაიწყო.კომპანიის განცხადებით სამუშაოები ხარისხიანად შესრულდა,ფაქტი კი მხოლოდ შემთხვევითობა იყო.კომპანია სამუშაოების დასრულებას ორშაბათს გეგმავს,ბაღში კი სასწავლო პროცესის განახლების კონკრეტული თარიღის დასახელება უჭირთ, თუმცა ვარაუდობენ რომ სწავლა ნოემბრის შუა რიცხვებში განახლდება.
Print