საზოგადოება
აღებული კომპენსაცია და ღია ცის ქვეშ დარჩენის შიში
სოფელ საკირეში, გურეშიძეების ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი ამ დრომდე არ აქვს. მეწყერის შედეგად დაზარალებულებმა გამგეობისგან კომპენსაციის სახით, ერთი წლის წინ 10 800 ლარი მიიღეს, თუმცა ამ თანხით მხოლოდ კედლების აშენება შეძლეს. მალხაზ გურეშიძე მშენებლობის დასრულებას საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებს. იმედი აქვს რომ ადგილობრივი თვითმმართველობა სამასალე მერქნის საბუთის მიღებაში მაინც დაეხმარება, მანამდე კი თავს კვლავ მეზობლის სახლს აფარებს. საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის პოზიცია ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოისმინა.
Print