ტაძრისის საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
დაგეგმილია შენობის სრული რეაბილიტაცია.
ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის ეზოს მოწესრიგება. მიმდინარე
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 189 000 ლარამდე იხარჯება.
რეაბილიტაცია-მოწყობის პროცესი ნოემბრის პირველ ნახევარში დასრულდება.
საბავშვო ბაღი სავარაუდოდ დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება.