საზოგადოება
საკირეში სამანქანო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
საკირეში სამანქანო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. საავტომობილო მოძრაობა დღეიდან აღდგა. სამუშაოები შპს "გაბიონი 2000"-მა მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყო. აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის არმირებული გზა დაიგო. პროექტზე 465 000 ლარი დაიხარჯა. გზის პრობლემის მოგვარებას სოფლის მოსახლეობა 2-3 წლის განმავლობაში ითხოვდა. ეს ის მონაკვეთია, რომელიც მეწყერმა დააზიანა. თემაზე სიუჟეტი ტ/კ "ბორჯომმა" არაერთხელ მოამზადა.
Print