ახალი ამბები
დახარჯული 88 000 ათასი ლარი და გამორთული შუქნიშანი ჩარხისწყალზე
უკვე რამდენიმე თვეა ბორჯომში, ჩარხისწყლის ხიდთან შუქნიშანი აღარ ფუნქციონირებს. წითელი და მწვანე მაშუქი სიგნალები გამორთულია და ქალაქის ერთ-ერთ სახიფათო მონაკვეთზე მოძრაობას მხოლოდ ყვითელი, ე.წ. გამაფრთხილებები სიგნალი არეგულირებს.
მძღოლების უმრავლესობა შუქნიშნის გათიშვით კმაყოფილია და აცხადებენ, რომ შუქნიშანი საცობებს ქმნიდა და ამ ადგილზე ფუნქციურად სულ სხვა შუქნიშანი უნდა დამონტაჟებულიყო.გამგეობაში კი აცხადებენ, რომ შუქნიშანმა საცობები გამოიწვია, რის გამოც გათიშეს.მოგვიანებით ჩვენთვის ცნობილი გახდა,რომ შუქნიშნის აღდგენის წერილობითი მოთხოვნით მოსახლეობამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას დღეს დღის მეორე ნახევარში მიმართა.ზურაბ ქიტიაშვილის განცხადებით საკითხზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ.
შეგახსენებთ, ბორჯომში შუქნიშნების დამონტაჟება 88 000 ლარი დაჯდა.
Print