დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს ესტუმრა
17:42 / 28.09.2017
ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს" დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩის
მოვალეობის შემსრულებელი ესტუმრა.ტიფანი სედლერი SJMC-ის გუნდს შეხვდა
და მათ საქმიანობას გაეცნო.
განხილულ იქნა მიმდინარე და უკვე განხორციელებული
პროექტები.არასამთავრობო ორგანიზაცია ბრიტანეთის საელჩოსთან 2012
წლიდან თანამშრომლობს, SJMC-ის დირექტორი იმედოვნებს, რომ
ორმხრივი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.