საზოგადოება
რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ ქვაბისხევსა და ჭობისხევში
ბუნებრივი აირი, გზა, საკანალიზაციო სისტემა, ინტერნეტი, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაც ქვაბისხევსა და ჭობისხევში მცხოვრებლებს აწუხებთ. მოსახლეობა მათ მოგვარებას წლებია უშედეგოდ ითხოვს. დაპირებებს ძირითადად წინასაარჩევნოდ ისმენენ, თუმცა რეალურად არაფერი შეცვლილა. აღნიშნული პრობლემების გასაცნობად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეხვედრები სულ 6 სოფელში ჩატარდა. პროექტი „ქალები ქალებისთვის“ 2 რეგიონში - სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ხორციელდება და მისი მიზანი, თემში მცხოვრები ქალების საჭიროებების გამოკვეთა და საარჩევნო პროცესებში მათი გააქტიურებაა.
Print