რატომ შეჩერდა საქართველოს ფოსტის სერვის-ცენტრის მშენებლობა ბორჯომში
15:37 / 14.09.2017
რამდენიმე თვეა, რაც ბორჯომში საქართველოს ფოსტის სერვის-ცენტრის
მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია.
საქართველოს ფოსტის ცენტრალურ ოფისში აღნიშნულთან დაკავშირებით
კომენტარი არ გააკეთეს. ბორჯომის გამგეობაში კი განმარტეს, რომ
მშენებლობის მიმდინარეობა მათ მიერ გაცემულ ნებართვას არ
შეესაბამებოდა, რის გამოც სამუშაოები შეჩერდა. დეტალები ნახეთ
სიუჟეტში.