ახალი ამბები
შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია
აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმი ფიქსირდება - ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს. სანაპიროზე განთავსებულ საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა და ბანაობა აკრძალულია.
წითელი ალმები გუშინ დღის მეორე ნახევარში აღიმართა და შტორმის დასრულებამდე იქნება.
უწყების ცნობით, სანაპიროსთან მყოფ მოქალაქეებსა და ტურისტებს სამაშველო სამსახური რამდენიმე ენაზე მოუწოდებს, შტორმის გამო, ზღვაში არ შევიდნენ.
Print