ახალი ამბები
როგორია მიმდინარე წლის ეკონომიკური მაჩვენებლები
2017 წლის ივლისში, ეკონომიკური ზრდა 3,8% იყო, ხოლო წინასწარი მონაცემებით, 7 თვეში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,4% შეადგინა - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მაჩვენებელია დასაქმების სექტორშიც და 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, დასაქმების კუთხით 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო დაქირავებით დასაქმებულების კუთხით 6%-იანი ზრდა.

"როგორც იცით, ივლისის თვის ეკონომიკური ზრდა 3,8%-ს შეადგენს, ხოლო 2017 წლის 7 თვის საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 4,4%-იანი ზრდა. საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლისთვის დაგეგმილია 4% და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ეს პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება და ჩვენ გავალთ უფრო მაღალ მაჩვენებელზე, ვიდრე წინასწარი ზრდა იყო დაგეგმილი, ამისთვის დღესდღეობით ყველა წინაპირობა არსებობს.
მეორე მხრივ, როგორც ვიცით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის და განვითარების მთავარი წარმმართველი არის კერძო სექტორი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია თავად კერძო სექტორში რა მაჩვენებელი გვაქვს, რა ხდება და როგორ ვითარდება კერძო სექტორი. უახლესი მაჩვენებლებით, 2017 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლებით, ჩვენ გვაქვს ზრდა კერძო სექტორის მიმართულებითაც. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, ბრუნვა გაიზარდა 16, 9%-ით, ხოლო გამოშვება გაიზარდა 18,9%-ით. ზრდა გვაქვს პრაქტიკულად ყველა სექტორში, როგორიცაა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ენერგეტიკა და ა.შ.

ასევე, მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით. ბუნებრივია, კერძო სექტორი არის სამუშაო ადგილების მთავარი შემქმნელი და აქ რა ტენდენციებიც შეინიშნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, დასაქმების კუთხით გვაქვს 5%-იანი ზრდა, ხოლო დაქირავებით დასაქმებულების კუთხით 6%-იანი ზრდა. ნელ-ნელა საქართველოს ეკონომიკაში შეინიშნება გაჯანსაღების ტენდენცია, რისი მაჩვენებელიც ის არის, რომ დასაქმებულებში დაქირავებით დასაქმებულების წილი იზრდება, ხოლო თვით დასაქმებულების წილი შესაბამისად ნელ-ნელა იკლებს. რაც ასევე პროდუქტიულობის ზრდის მაჩვენებელია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

როგორც ნინო ჯავახაძემ განაცხადა, აგვისტოში -1 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში და ქვეყნების მიხედვით კვლავ ლიდერობენ მეზობლები - აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ასევე ევროკავშირის ქვეყნები. ამავე დროს, უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+141.9%), საუდის არაბეთიდან (196.4%) და ინდოეთიდან (98.9%).

"ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდაზე. ამ მხრივ, ექსპორტის მიმართულებით ზრდა გვაქვს, 2017 წლის 7 თვეში ჩვენ გვაქვს 28, 9%-იანი ექსპორტის ზრდა. ძირითადი მიმართულებები არის: სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტის ზრდა 21%-ით; ფეროშენადნობის ექსპორტი 14%-ით; ღვინის ექსპორტი 38%-ით; სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 105%-ით; სპირტიანი სასმელების ექსპორტი 52%-ით", - განაცხადა ჯავახაძემ.

2017 წლის აგვისტოში ტურიზმის თვალსაზრისით უპრეცედენტო ზრდაა.

"მხოლოდ 2017 წლის აგვისტოში საქართველოში ტურისტების რეკორდული რაოდენობა - 1 მილიონზე მეტი ადამიანი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე 27.4%-ით მეტია. 24 საათი და მეტი ვადით დარჩენილი ტურისტების რაოდენობამ 573.4 ათასი ადამიანი შეადგინა (ზრდა 27.2%). ასევე, 2017 წლის 8 თვეში საქართველოს 5 მლნ.-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა (ზრდა 18.9%), აქედან ტურისტი - 2.4 მლნ. ადამიანი (ზრდა 29.4%).

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.