ახალი ამბები
"ბორჯომის ხეობაში ცოცხალი ძალა პრაქტიკულად გავანახევრეთ" - გიორგი მღებრიშვილი
”300 ადამიანამდე არის შს სამინისტროს თანამშრომელი. ასევე რჩება თავდაცვის სამინისტროსა და სატყეოს თანამშრომლები. ასე რომ, ცოცხალი ძალა საკმარისად გვყავს. ჩვენ პრაქტიკულად გავანახევრეთ ცოცხალი ძალა, რაც ზონაში გვყავდა და ამჟამად 600-700 კაცამდე ვრჩებით. ტერიტორია დილით დატოვეს ჩვენმა სტუმრებმა. მათ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით” - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე საათში დატოვებს ხეობას ასევე ბელარუსის ვერტმფრენი, რომელიც საწვავით უკვე შევსებულია.

შ.ს. მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ ადგილზე, სადაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცოცხალი ძალა საკმარისია. გიორგი მღებრიშვილმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ეხმარებოდნენ.
Print