საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს მარიამობა მიულოცა
თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი სამხედროები მოინახულა. ლევან იზორიამ პატრულირებაში მყოფი სამხედროებისგან, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა.

თავდაცვის მინისტრი გენშტაბის უფროსთან ერთად სხადასხვა სექტორზე გადანაწილებულ სამხედროებს პირადად ეწვია და ხილი და ტკბილეული მიართვა.

ბორჯომის ხეობაში საგუშაგოების მონახულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული საველე ბანაკში დარჩენილ პირველი და საინჟინრო ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებსაც მიულოცა.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით 1200 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად ერთი ასეული რჩება, რომლებიც დამუშავებული ტერიტორიის პატრულირებას და მონიტორინგს ახდენენ.
Print