საზოგადოება
მართლმადიდებლური სამყარო დღეს მარიამობას აღნიშნავს
28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე ათორმეტთაგან ერთი საუფლო დღესასწაულია.

საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრად მიიჩნევა, რომელსაც წმიდა ქალწული მარიამი ფარავს.

ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის პირით აუწყა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა ღვთისმშობელს ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსამანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს მოციქულებმა ქვაბულის ლებმა ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.

ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში საზეიმო წირვა აღევლინება. ქვეყანაში 28 აგვისტო დასვენების დღედ არის გამოცხადებული.




Print