ახალი ამბები
"რუსული დღიურების კვალდაკვალ" - Magnum Photos 70 წლისაა

ფოტოგრაფების პირველი მსოფლიო გაერთიანება Magnum Photos 70 წლისაა.

70 წელი შესრულდა Magnum Photos დამაარსებლის, ცნობილი ომის ფოტოგრაფის, რობერტ კაპასა და ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოგზაურობიდან საბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში - რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში.

მოგზაურობის შედეგად, კაპამ და სტეინბეკმა ფასდაუდებელი და უჩვეულო მასალა შექმნეს მსოფლიოსთვის უცნობი „საბჭოთა ადამიანის“ ცხოვრების შესახებ, რასაც მოჰყვა მოგზაურობის ამსახველი პუბლიკაციები “ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბუნში“ და “ლედის ჰომ ჯურნალში“. გამოიცა სტეინბეკის წიგნი „რუსული დღიური“, რომელსაც თან ახლდა რიბერტ კაპას მიერ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები.

წლევანდელი იუბილის ფარგლებში სააგენტომ Magnum Photos გადაწყვიტა ამ პროექტის თანამედროვე ვერსიის შექმნა თანამედროვე ფოტოგრაფისა და მწერლის მონაწილეობით, რომლებიც 70 წლის შემდეგ გაივლიან კაპასა და სტეინბეკის მარშრუტს და აღწერენ ადამიანების დღევანელ ყოფას იმავე სივრცეში.

კაპას როლს შეასრულებს Magnum Photos დღევანდელი პრეზიდენტი, რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო მცოდნე, თომას დვორჟაკი, რომელიც გადაიღებს ფოტოებს, ხოლო სტეინბეკის როლს - ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი, „დეილი ტელეგრაფის“ მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, კოსოვოს, ერაყის და ბალკანეთის კონფლიქტების საერთაშორისო მიმომხილველი, ჯულიუს შტრაუსი, რომელიც გააკეთებს ჩანაწერებს საქართველოს შესახებ.

პროექტის “რუსული დღიურის კვალდაკვალ“ ფარგლებში გადაღებული ფოტოების პირველ გამოფენას უმასპინძლებს თიბისი ბანკი 18 სექტემბერს, 19:00 საათზე. გამოფენა შედგება Tbilisi Photo Festival 2017-ის ფარგლებში.

გაიმართება ორი გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია, სადაც შევა დვორჟაკის მიერ გადაღებული ფოტოები, შტრაუსის ჩანაწერებთან ერთად, ასევე მცირე ნაწილი კაპასა და სტეინბეკის ფოტოებიდან და ჩანაწერებიდან. ალბომი კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით გამოიცემა.

თიბისი გალერეა უმასპინძლებს დვორჟაკის ფოტოების გამოფენას და ალბომის პრეზენტაციას, ხოლო თიბისი არტ გალერეა რობერტ კაპას მიერ 70 წლის წინ საქართველოში მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც წლების განმავლობაში თიბისი ბანკში ინახება.

პროექტის წარმდგენია Magnum Photos და თიბისი ბანკი.


 


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.