ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა სტიქიის ზონაში მყოფ სამხედროებს მიმართა
დღეს ვართ უფრო დიდი ამოცანის წინაშე და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ დიდ იმედს, რაც აქვს საქართველოს მოსახლეობას, თქვენი მონდომებით და თავდადებით ღირსეულად წარმოაჩენთ და უპასუხებთ - ასე მიმართა ბორჯომის ხეობაში ქართველ ჯარისკაცებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

"დღეს ვართ უფრო დიდი ამოცანის წინაშე და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ დიდ იმედს, რაც აქვს საქართველოს მოსახლეობას, თქვენი მონდომებით და თავდადებით, რითაც ქართველი ჯარისკაცი გამოირჩევა, ღირსეულად წარმოაჩენთ და ღირსეულად უპასუხებთ. მე, გენშტაბის უფროსი, მეთაურები, ვიქნებით პირადად თქვენს გვერდით, რომ ჩვენი ბუნების დაცვის ამოცანა შევასრულოთ ღირსეულად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტულ შედეგს მივაღწევთ დღესვე. აბა თქვენ იცით, ღმერთი იყოს თქვენი შემწე!" - განაცხადა იზორიამ.

Print