ახალი ამბები
"შევთხოვოთ უფალს, რომ დაამშვიდოს საქართველო " - პატრიარქი
ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბორჯომის ხეობაში განაცხადა. "მე იმედი მაქვს, რომ ღვთის ძალით და მადლით, ყველაფერი აღდგება. 3-5 წელიწადში ისევ ისეთი გამწვანებული იქნება, როგორც იყო ადრე. ახლა ყველას ვთხოვ, რომ ყველაფერი დავივიწყოთ, ადამიანური ზრუნვა, ადამიანური ფიქრები და შევთხოვოთ უფალს, რომ უფალმა მშვიდობა მოგვცეს და დაამშვიდოს საქართველო" - ბრძანა უწმინდესმა.

Print