ახალი ამბები
"მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება" - გიორგი კვირიკაშვილი
"დღის მეორე ნახევარში, მიუხედავად ჩვენი დილანდელი პოზიტიური მოლოდინებისა, კლიმატური პირობები გართულდა. იყო ძლიერი ქარი, ამიტომ გაძლიერდა რამდენიმე კერა. ამ წუთას სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს. ვცდილობთ, რომ ღამის განმავლობაში გავაგრძელოთ მძიმე ტექნიკით მუშაობა, რათა დილისთვის მოვემზადოთ და დილით გავაგრძელოთ მუშაობა, ისევე როგორც დღეს მთელი დღის განმავლობაში, ავიაციის მეშვეობით. ასევე შევიძინეთ გარკვეული ახალი აპარატურა ცოცხალი ძალისთვის, რომ კერების ჩაქრობა მოხდეს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება შტაბის მუშაობა. დილით უფრო ცხადი სურათი გვექნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე დასახლებული პუნქტების მიმართულებით ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
"ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ქარზე. ამ წუთას გავრცელების საფრთხე მოსახლეობის მიმართულებით არ არსებობს, მაგრამ საჭიროა ინტენსიური მუშაობა მძიმე ტექნიკის საშუალებით, რათა მივიდეთ საცეცხლე ადგილებამდე და მოვახდინოთ იმ კერების ჩაქრობა, საიდანაც გავრცელების საშიშროება ყველაზე მაღალია"- განაცხადა პრემიერმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.