ახალი ამბები
ბორჯომის ხეობაში ქარია, რაც ხელს უწყობს კერების გაღვივებას- ლევან იზორია
"ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ვერტმფრენიდან განგვეხორციელებინა მონიტორინგი, თუ რა მდგომარეობაა. მინდა ვთქვა, რომ პირველ დღეებთან შედარებით მდგომარეობა აშკარად გამოსწორებულია,თუმცა კერები არსებობს და ხდება მათი იდენტიფიცირება, რათა მოხდეს წერტილოვნად წყლის დასხმა, რაც შეიძლება დიდი ინტენსივობით. თუმცა, ხელს არ გვიწყობს კლიმატური პირობები. ქარია ბორჯომის ხეობაში, რაც უწყობს ხელს კერების გაღვივებას. თითოეული უწყება აქტიურად არის ჩართული, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით მოხდეს ამ კერების ლოკალიზება. არც ერთი უწყება ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამ თვალსაზრისით ყველაფერი კეთდება მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დაცვის მიზნით. თავდაცვის სამინისტრო მზად არის თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი. რელიეფი არის ძალიან რთული და მხოლოდ ცოცხალი ძალის შესაძლებლობაზე არ არის დამოკიდებული ცეცხლის ჩაქრობა, როგორც იყო ატენის ხეობაში. ტექნიკის მუშაობა და კლიმატური პირობების ხელშეწყობაა აუცილებელი იმისთვის, რომ საბოლოოდ მოხდეს ცეცხლის ლოკალიზება და შემდეგ მისი ლიკვიდაცია"- განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, არსებული კერები არ არის ძლიერი.

"კერების მასშტაბი არის მინიმალიზებული. კერებს აღვივებს ქარი და წინასწარ განსაზღვრა თუ სად წარმოიქმნება კერა, წინასწარ შეუძლებელია" - აღნიშნა მინისტრმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.