ახალი ამბები
იმედის მომცემია, თუ რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს-პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული, მადლობას უხდის. პრეზიდენტი ასევე მადლიერებას გამოხატავს იმ სახელმწიფოების მიმართ, ვინც სტიქიასთან ბრძოლაში საქართველოს დახმარება აღუთქვა.

"ჟურნალისტები ყოველდღიურ რეჟიმში თვალს ადევნებთ, თუ როგორ მუშაობს შტაბი და ტექნიკა. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან იმისთვის, რომ სტიქია იყოს ლოკალიზებული. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს შეირაღებულ ძალებს, რომლებმაც მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება ატენის ხეობაში. ამ რთულ მომენტში ჩვენთვის მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია ისიც, თუ რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს - სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელარუსები, პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან. ამ მომენტში ეს ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. მადლობა ჩვენ ყველა მეგობარს, რომლებიც ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურნენ და დაგვეხმარნენ. ამ წუთებში ხდება ლოკალიზება იმ კერების, რომელთა ჩაქრობა და გაუვნებელყოფა არის აუცილებელი. ტექნიკურად სიტუაცია კონტროლდება თავიდან ბოლომდე, მაგრამ არეალიდან გამომდინარე, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები. ამ ტერიტორიის ბოლომდე დამუშავებას ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება"- განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება შესაძლო დივერსიას, პრეზიდენტის თქმით, კითხვის ნიშნები პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ უნდა დაისვას.

"გუშინაც ვთქვი, როდესაც არის პრობლემა, ყველა ვერთიანდებით პრობლემის გარშემო. როდესაც ყველა ერთად გადავწყვეტთ პრობლემას, შემდეგ ვიწყებთ კითხვის ნიშნების დასმას და მათზე პასუხს. ეს არის წესი, რომელსაც ყველამ უნდა მივდიოთ ერთად"- განაცხადა პრეზიდენტმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.