ახალი ამბები
საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს
საგანგებო შტაბი ბორჯომისა და ატენის ხეობებში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შტაბის ინფორმაციით, ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია, ბორჯომის ხეობაში კი სამუშაოები სრული დატვირთვით გრძელდება.

"ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილ ხანძარს სამხედრო მოსამსახურეები მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ. თავდაპირველად ხანძრის კერების ნიჩბებით ლოკალიზება მოხდა, მოგვიანებით კი, ხანძრის ქრობა წყლის ჭავლით განხორციელდა.

ადგილზე სამხედროებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი.

ატენის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დარჩება, ჯარისკაცები ტერიტორიის მონიტორინგს ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით და მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გუშინ მიმართა.

ამ დროისთვის სრული დატვირთვით გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ბორჯომის ხეობაში.

საგანგებო შტაბი კვლავ 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, კოორდინერებასა და სამაშველო გეგმის დასახვაში უშუალოდ არის ჩართული პრემიერ-მინისტრი" - აცხადებენ შტაბში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.