ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარე სტიქიის ზონაში იმყოფება
ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარება ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან შეაფასა. "ყველა რესურსია მობილიზებული იმისათვის,რომ ხანძარი ჩაქრეს. სამწუხაროდ, რთული ვითარებაა გამომდინარე იქიდან,რომ ხანძარი დიდ არეალზეა გავრცელებული.გარდა ამისა,ხანძრის ჩაქრობას ხელს უშლის კლიმატური პირობებიც, პირველ რიგში ქარი.თუმცა ყველა რესურსია მობილიზებული იმისათვის,რომ სალიკვიდაციო სამუშაოები სწორად წარიმართოს.მობილიზებულია ტექნიკა და გვეხმარებიან მეზობელი ქვეყნები,რაც ძალიან მნიშვნელოვანია.მიმდინარეობს აქტიური მუშაობა,იმისათვის რომ რაც შეიძლება მალე იყოს უზრუნველყოფილი ხანძრის ლიკვიდაცია.ყველაფერი გაკეთდა იმისათვის,რომ მოსახლეობას საფრთხე არ დაემუქროს,ამისათვის ყველა ზომა მიღებულია და როგორც დავრწმუნდით საფრთხე ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ,რომ რაც შეიძლება მალე მოხდება ხანძრის ლოკალიზება"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
Print