ახალი ამბები
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტიქიასთან ბრძოლაში დაეხმარება
ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში საქართველოს დასახმარებლად ამერიკის შეერთებული შტატებიც მზადაა. შესაბამისი განცხადება მედიასთან ცოტა ხნის წინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ გააკეთა.
"ჩვენ გვქონდა მჭიდრო კავშირი საქართველოს მთავრობასთან გუშინდელი დღიდან მოყოლებული და ეს კავშირი დღესაც გაგრძელდა. სიტუაცია არის რთული, ხანძრის ლიკვიდაციაში ძალიან ბევრი მეხანძრეა ჩართული და ზოგადად არის რთული სიტუაცია. ჩვენ, როგორც საქართველოს პარტნიორებს, გვსურს მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს ამ ძალისხმევაში, რომ მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია. ჩვენ გავაგზავნეთ დამატებითი მოთხოვნა და დავუკავშირდით ამერიკელი სამხედროების ევროპულ სარდლობას, რომელიც გერმანიაშია. ასევე USAID-ს და ვიკვლევთ იმ შესაძლებლობებს, კიდევ რითი შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს ამ ძალისხმევაში. ვიცით, რომ მეზობელი ქვეყნები დაეხმარნენ საქართველოს და გამოგზავნეს გარკვეული ტიპის ტექნიკა. ჩვენ დავრჩებით მჭიდრო კონტაქტზე და კავშირზე საქართველოს მთავრობასთან. ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ვართ მამაც მეხანძრეებთან, რომლებიც ებრძვიან ამ სტიქიას. ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე" - განაცხადა იან კელიმ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.