ახალი ამბები
სოფელ დაბასთან ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე დაახლოებით 100 მეტრშია
სოფელ დაბასთან, დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის შესაკავებლად 5 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. მეხანძრეებმა უკვე დაიწყეს მუშაობა იმისთვის, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტზე არ გადმოვიდეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, მათი მიზანია ხანძარი შეაკავონ და დასახლებულ პუნქტზე არ გავრცელდეს.
Print