ახალი ამბები
17:00 საათზე არსებული მდგომარეობით ხანძრის გავრცელების არეალი გაიზარდა
მდგომარეობას ართულებს მეტეოროლოგიური პირობები,კერძოდ ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა.იმატა დაკვამლიანებამ.ადგილზე მცირე შესვენების შემდეგ მუშაობა განაახლა ავიაციამ. რთული ვითარებაა სოფელ დაბაში,მოსახლეობის განცხადებით ხანძარი მათ საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება,დამწვარია ხეხილის ბაღები.ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან ბორჯომში დღის ბოლოს ჩამოფრინდება.ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.


Print