ახალი ამბები
ბორჯომში თურქეთიდან ორ ვერტმფრენთან ერთად თვითმფრინავსაც ელოდებიან
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.ინფორმაციას ადასტურებს გიორგი კვირიკაშვილიც ,მისი განცხადებით თურქეთის პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოში "მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი" შემოვა.

"დღის ბოლოს ჩამოფრინდება უკვე ძალიან მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს პრობლემა", - აღნიშნა პრემიერმა.
Print