ახალი ამბები
დაბაში ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში სომხეთიც ერთვება
როგორც  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სომხეთიდან რიგი ეკიპაჟები უკვე გზაშია. "ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი პირველი დახმარება აზერბაიჯანისგან. დღის ბოლოს ჩამოფრინდება უკვე ძალიან მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს პრობლემა. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება და მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია და ჩამოდიან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
Print