ახალი ამბები
ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარების თხოვნით საქართველომ მეზობელ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართა
ამის შესახებ  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სტიქიის მასშტაბები გაიზარდა და ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ სტიქიასთან საბრძოლველად დამატებითი ტექნიკის მობილიზება მოხდეს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, გაგზავნილია ინფორმაცია ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. უკვე არის წინასწარი თანხმობა. ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდებით, შემოგვემატება დამატებითი ტექნიკა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
Print