ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება
არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია.ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ აღნიშნა, არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი კონტრასიგნაციისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.
გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს დააანონსა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს აპირებდა, თუმცა მაშინ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ შესაბამისი აქტი არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემოდა 60 დღით ადრე - აგვისტოს ბოლოს.

Print