საზოგადოება
NDI - ის გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ინფორმაციის მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ტელევიზიაა
NDI-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა  უმრავლესობისთვის ინფორმაციის მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ტელევიზიაა. 73% პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს. გამოკითხულთა 19% ინტერნეტიდან, გამოკითხულთა 3% მეზობლების, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან. 1% გაზეთებიდან და ჟურნალებიდან.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%-ია. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.
Print