ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 22% ”ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 7% - ”ნაცმოძრაობას”, 3% ”ევროპულ საქართველოს” - NDI-ის კვლევა
NDI-ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 22% ”ქართულ ოცნებას” მისცემდა
ხმას,
7% ”ნაციონალურ მოძრაობას”, 3% ”ევროპულ საქართველოს”.
ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა, 40% აცხადებს, რომ არ იცის რომელ
პარტიას მისცემდა ხმას, 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% ამბობს,
რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს
წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა (ოკუპირებული
ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის
+/- 2,2%-ია.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.