საზოგადოება
NDI-ის კვლევის გამოკითხულთა 32% საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს
გამოკითხულთა 32% საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს. 18% მიიჩნევს, რომ ასეთია ამომრჩეველთა შევიწროება, 14% - ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვა, 14% - ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები, 12% - საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა, 12% - ხმის მიცემა რომელიმე კანდიდატისთვის სამსახურის შესანარჩუნებლად, 11% - კარუსელი.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%-ია. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.
Print