NDI-ის კვლევის თანახმად, თანაბარია იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველო სწორი და არასწორი მიმართულებით ვითარდება
NDI-ის კვლევის თანახმად, თანაბარია იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც
თვლის, რომ საქართველო სწორი და არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი ან
ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 31% მიიჩნევს,
რომ ქვეყანა ძირითადად არასწორი ან ნამდვილად არასწორი მიმართულებით
ვითარდება, ხოლო 35% მიიჩნევს, რომ არ იცვლება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში
ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის
UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს
CRRC-საქართველო.