საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა 35% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 10%- დადებითად
”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. კითხვაზე, როგორ აფასებთ მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 1% აცხადებს, რომ ძალიან კარგად აფასებს, 9% აცხადებს, რომ მთავრობის მუშაობას კარგად აფასებს, გამოკითხულთა 23% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, ხოლო 12%- ძალიან ცუდად, 52%- საშუალოდ.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
Print