NDI - გამოკითხულთა 35% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 10%- დადებითად
”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა
52% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს.
კითხვაზე, როგორ აფასებთ მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 1%
აცხადებს, რომ ძალიან კარგად აფასებს, 9% აცხადებს, რომ მთავრობის
მუშაობას კარგად აფასებს, გამოკითხულთა 23% მთავრობის საქმიანობას
ცუდად აფასებს, ხოლო 12%- ძალიან ცუდად, 52%- საშუალოდ.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში
ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.